საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლექციათა კურსი იაპონური მენეჯმენტის თავისებურებებისა და თანამედროვე ფორმების შესახებ

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2024 წლის გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში გაიმართება თავისუფალი ლექციების ციკლი (სულ 8 ლექცია) იაპონური მენეჯმენტის თავისებურებებისა და თანამედროვე ფორმების შესახებ.

ლექციებს წაიკითხავს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი, ბატონი მასაში დატე (Masashi Date), რომელიც მუშაობს იაპონიასა და საქართველოს შორის ბიზნეს ურთიერთობების ხელშეწყობის მიმართლებით და რომელსაც იაპონიის ბიზნეს სექტორში და კერძოდ, კომპანია შარფში (SHARP) მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე, ყოველთვიური ინტენსიობით და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეეძლება დარეგისტრირების შემდეგ. ლექციათა ციკლის ბოლოს სტუდენტებზე გაიცამა მონაწილის სერტიფიკატები.

ლექციების თემატიკა ასე გამოიყურება:

1)         True Stories of KAIZAN, JIT & KEIRETSU, AISHIN FIRE IN 1997

2)         Essential Study of the Top Runner industries

3)         TIME MANAGEMENT

4)         How to make scientific idea commercially viable.

5)         GAFA ,Silicon Valley Culture (fail fast fail often)

6)         Money Strategy of billionairs; What is the intrinsic value of “MONEY”?

7)         Which company survives? Big ? No. Strong? No. Small? No. Smart? No…

8)         Who cooked Adam Smith’s dinner? Story of Woman and Economics

ბატონი მასაში დატეს პირველი ლექცია გაიმართება ხუთშაბათს, 28 მარტს, 14:00 საათზე, თსუ მე-10 მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში. თემაზე: True Stories of KAIZAN, JIT & KEIRETSU, AISHIN FIRE IN 1997.

ლექციებში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ მისამართზე: economics@tsu.ge (მოგვწერეთ თქვენი სახელი, გვარი, კურსი, სასწავლო პროგრამა, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა).

თარიღი: 12/03/2024